კიოლნის ევროპული საბჭო

კიოლნის ევროპული საბჭო
1999 წლის ივნისის კიოლნის ევროპული საბჭოს დეკლარაციამ გაითავისა სენტ მალოს დეკლარაცია და თითქმის მთლიანად მიიღო იქ მიღწეული შეთანხმებები. ამჯერად ფორმალურად დადასტურდა ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის სურვილი, რომ განევითარებინათ საერთო თავდაცვა. კიოლნის დეკლარაციაში ჩაიდო ის სამომავლო გეგმები, რაც საჭირო იყო ამ იდეის განსახორციელებლად, კერძოდ კი გადაწყვეტილების მიღების ინფრატრუქტურის შექმნა (სამხედრო პოლიტიკური კომიტეტები და ა.შ.) ისევე როგორც სამხედრო საშუალებები, ანუ სამხედრო შტაბბინის და სამხედრო ძალების შექმნა. შესაბამისად, მომავალ პრეზიდენტობას დაევალა სამუშაობის გაგრძელება ამ მიმართულებით.
Source: კაპანაძე სერგი. ევროკავშირის პოლიტიკა: სალექციო კურსი სოციალ. მეცნ. მაგისტრატურისათვის / სერგი კაპანაძე; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем решить контрольную работу

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»